18 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
"მაუწყებლის შესახებ" კანონი მედიაექსპერტების მხრიდან კრიტიკის საგანი კიდევ ერთხელ გახდა

"მაუწყებლის შესახებ" კანონი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების საშუალებას და სტარტაპების დაფინანსების საშუალებას აძლევს, მედია ექსპერტების განხილვის თემა კიდევ ერთხელ გახდა.

ქართველ ჟურნალისტთა საზოგადოების თანათავმჯდომარე, ზვიად ქორიძე, აცხადებს, რომ ამ კანონის ამოქმედება ემსახურება იმას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფინანსური დამოუკიდებლობა დაკარგოს. ის მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამით დაკარგავს სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ქორიძე ამბობს, რომ დღეს არსებული კანონითაც შეუძლია საზოგადოებრივ მაუწყებელს, განათავსოს რეკლამა, მაგალითად, სპორტულ ღონისძიებებზე.

"ახლა კი ითხოვენ მეტ სარეკლამო დროს მაშინ, როდესაც ჰქონდა შესაძლებლობა, ჩემპიონთა ლიგა ეყიდა, თუმცა, არ იყიდა," - განაცხადა ქორიძემ

პროექტს გამოეხმაურა ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გენერალური დირექტორი, ნათია კაპანაძე.

მისი თქმით, ცვლილებები კანონში არის აუცილებელი, თუმცა, აუცილებელია, რომ გადაიხედოს, რა პრობლემების წინაშე დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი და შემდეგ უნდა იქნას მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ნათია კაპანაძე ამბობს, რომ კომერციული რეკლამის მოპოვების შემთხვევაშიც კი, ეს არ აისახება აჭარის მაუწყებელზე, რადგან დღემდე ის მწირი ბიუჯეტით სარგებლობს.

დღის ამბები