18 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
გვინდა, რომ უწყებებმა, რომლებსაც ევალებათ საზმაუს ბორდის მონიტორინგი, შეასრულოს საკუთარი ფუნქცია - ნატა ძველიშვილი

„ჩვენ გვინდა, რომ  თითოეულმა უწყებამ, რომელსაც ევალება მონიტორინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსი, შეასრულოს საკუთარი ფუნქცია. ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტი თავმჯდომარე, ნაცვლად იმისა, რომ შეურაცხყოფას აყენებდეს სამოქალაქო საზოგადოებას, აკონტროლებდეს უმრავლესობის მიერ არჩეულ სამეურვეო საბჭოს. მაგალითად, ადამიანს, რომელმაც ჩემს კოლეგებს შეურაცხყოფა მიაყენა,“ - ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ისაუბრა.

ნატა ძველიშვილმა აღნიშნული განცხადება "მაუწყებლის შესახებ" კანონთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების საშუალება და სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობა ეძლევა.

ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მონიტორინგის სისტემა ამუშავდეს და პარლამენტმა უნდა გააკონტროლოს, როგორ მუშაობს მის მიერ არჩეული სამეურვეო საბჭო და როგორ ხარჯავს ფინანსებს. ის აცხადებს, რომ "ამის ნაცვლად საზოგადოებამ მიიღო მიკერძოებული მაუწყებელი".

„ეს სარეკლამო ცვლილებები არის ყოვლად დაუსაბუთებელი,“ - აცხადებს ნატა ძველიშვილი

დღის ამბები