18 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
ჰოლოკოსტი და აკრაძალული ტერმინები-პოლონეთის პრემიერის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე სკნადალური აღმოჩნდა

მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება სკანდალური აღმოჩნდა. მატეუშ მორავეცკის შეკითხვა იმ კანონზე დაუსვეს, რომელიც ჰოლოკოსტთან პოლონელი ერის დაკავშირების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს. ამ კანონით აიკრძალა ტერმინი პოლონური სიკვდილის ბანაკების გამოყენება და პოლონეთის - ებრაელი ერის გენოციდთან დაკავშირება. პოლონეთის პრემიერი შეეცადა კანონი განემარტა და აღნიშნა, რომ დანაშაულად მხოლოდ ქვეყნის და პოლონელი ერის ნაციზმთან გაიგივება ჩაითვლება, ისეთი გამონათქვამები კი, რომელიც პოლონელი შემსრულებლების, ისევე როგორც რუსი, უკრაინელი და ებრაელი შემსრულებლების არსებობას ეხება, კანონით არ დაისჯება. ამ ფრაზამ დარბაზში მყოფების მხრიდან ნეგატიური ემოციები გამოიწვია. ისრაელში კი განაცხადეს, რომ პოლონეთის პრემიერმა ებრაელი ხალხი საკუთარი ერის გენოციდთან დააკავშირა. ბენიამინ ნეთანიაჰუ მატეუშ მორავეცკის სიტყვებს მიუღებელი და შეურაცხმყოფელი უწოდა. ისრაელის პრემიერმა პოლონელი კოლეგა ისტორიის არ ცოდნაში დაადანაშაულა და მასთან ხისტი საუბარი დააანონსა. 

დღის ამბები