ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ირანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას ირანული სააგენტო ავრცელებს. ლაინერი, რომლის ბორტზეც 100 ადამიანი იმყოფებოდა თეირანიდან ქალაქ იასუჯში მიფრინავდა.
თვითმფრინავი რადარებიდან იმ დროს გაუჩინარდა, როდესაც ქალაქ სემირის თავზე იმყოფებოდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.