18 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ბატალიონ ”დონბასის” წევრი 26 წლის ლუკა ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

საქართველოს მოქალაქე, 26 წლის ლუკა ჩხეტია, რომელიც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით იყო დაკავებული, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბატალიონ ”დონბასის” წევრი პოლიციამ, რამდენიმე დღის წინ, სოლომენსკის სასამართლოსთან, საპროტესტო აქციაზე 40-მდე ადამიანს შორის დააკავა.

შეკრებილები კორუფციაში ბრალდებული ოდესის მერის თავდებით გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. ლუკა ჩხეტია, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა ამტკიცებს, რომ მას დაკავების დროს პოლიცია გაუსწორდა. დაპატიმრების შემდეგ მისი ადგილსამყოფელი ორი დღის განმავლობაში უცნობი იყო.

დღის ამბები