საფრანგეთში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - ინციდენტი ჩრდილოეთ რეგიონში, კომპანია ”ავრილის” კუთვნილი ზეთის გადამამუშავებელი ფაბრიკაში მოხდა. აფეთქების შემდეგ, ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი თითქმის მთელ ობიექტს მოედო. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი. საავადმყოფოში კი 7 დაშავებული გადაიყვანეს. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.