18 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
ისრაელმა ღაზის სექტორზე მორიგი იერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზის სექტორზე მორიგი იერიში მიიტანა. ავიაციამ დაჯგუფება ჰამასის პოზიციები დაბომბა და 6 სამიზნე გაანადგურა, მათ შორის გვირაბები და იარაღის საწყობები.

ისრაელის სამხედრო მეთაურობამ საჰაერო ოპერაცია მას შემდეგ დაგეგმა, რაც ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან ტერორისტებმა სამხედროების მანქანა ააფეთქეს. თავდასხმის შედეგად 4 ჯარისკაცი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავია იერიშების შემდეგ ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა. მედიის ცნობით, პალესტინის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. ჭურვები სავარაუდოდ დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

დღის ამბები