მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების დღეს აღნიშნავს. რამდენიმე საათში ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, წაიკითხება შენდობის ლოცვები. მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგება დღეს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა. მან მიტევებისა და მარხვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დიდმარხვა ხვალიდან დაიწყება და 8 აპრილს, აღდგომის დღესასწაულით დასრულდება.
„მიუტევებელი წყენა როცა შენ გულში გაქვს არის როგორც ხიჭვი და ეს რომ გაქვს შენ ჩარჩენილი გულში, ნაწყენი, რომ ხარ, ვერ პატიობ, არ პატიობ აზიანებს ჩვენს სულს და ხელს უშლის რომ მადლი მოვიდეს. აი, როგორც ურდული, რომ ადევს კარებს, ურდული ხომ კეტავს კარებს?! აი, ესე ეს წყენა მიუტევებელი კეტავს ამ ჩვენი გულის კარს და აღარ უშვებს სულიწმინდის მადლს. როდესაც სულიწმინდის მადლი არ შემოდის ცოდვებიც არ გვეპატიება. ვერ განვიწმინდებით ჩვენ ცოდვებისგან,“-განაცხადა მეუფე შიომ.