უკვე ერთი კვირაა ქუთაისი - საპრასიის ძირითად გზაზე მოძრაობა ჩაკეტილია.
მიზეზი მეწყერი და ქვათა ცვენაა, რომელიც ადგილზე ამ დრომდე გრძელდება. რამდენიმე დღის წინ მეწყერის ადგილას სპეც-ტექნიკაც ავიდა, თუმცა უშედეგოდ. ქვათა ცვენის გამო, ტექნიკამ მუშაობა ვერ შეძლო.
როდის გახდება შესაძლებელი გზის გახსნა და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა, ამ კითხვაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პასუხი არ აქვთ.