ოზურგეთში მცხოვრები აფაქიძეების ექვს სულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ოჯახი გაუსაძლის პირობებში ოროთახიან საცხოვრებელში ცხოვრობს, რომელშიც არც წყალია და არც კანალიზაცია.
მძიმე სოციალური მდგომარეობისა და ფეხსაცმლის და ტანისამოსის უქონლობის გამო ბავშვები ვერც ბაღში დადიან.
სახლში ყველაზე უმცროსი ბავშვი 10 თვისაა. ოჯახის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას დიასახლისის ჯანმრთელობის პრობლემებიც ემატება. 28 წლის მაკა აფაქიძეს ექიმებმა ე.წ. ქათმის სიბრმავე დაუდგინეს. დაავდების სირთულის მიუხედავად, ის მკურნალობისთვის საჭირო თანხას ვერ აგროვებს.
ავტორი: ლადო მენაბდე