18 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
გარემოსდამცველები RMG Gold-ის წინააღმდეგ-საბადოსთან არსებული მდინარე, სასიკვდილო ნივთიერებებით არის დაბინძურებული

კომპანია RMG გარემოსდამცველების კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ ხდება. საყდრისის შემდეგ კომპანიის მიმართ პრეტენზიები სპეციალისტებს სხვა ტერიტორიაზე მუშაობის შემთხვევაშიც აქვთ, სადაც RMG Gold-ი ძვირფას ლითონს მოიპოვებს. ასეთია კაზრეთის საბადო. მდინარე ფოლადაური, რომელიც საბადოს გვერდით ჩამოდის სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს და დაადგინეს, რომ წყალში სასიკვდილო ნივთიერებების დოზა ათასობით აჭარბებს უსაფრთხო დონეს.

ეს მდინარე რამდენიმე სოფელს გაივლის და მის წყალს მოსახლეობა და საქონელი მოიხმარს.

კომპანია RMG Gold-ის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ მდინარის დაბინძურება მათ საქმიანობას არ უკავშირდება.

სპეციალისტები კი ამბობენ, რომ წყლის ქიმიური დაბინძურების სხვა წყარო იქ არ არსებობს. ეჭვს ის აღრმავებს, რომ რამდენიმე წლის წინ თავად გარემოს დაცვის სამინისტრომ შეამოწმა კომპანიის საქმიანობა და უამრავი დარღვევა აღმოაჩინა. 

დღის ამბები