წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ხანძარია. ცეცხლი შენობის სახურავს მოედო. აღნიშნული კლინიკის შენობა ამ დროისთვის უფუნქციოა შესაბამისად, ხანძრის გაჩენის დროს იქ არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე თავდაპირველად მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის 6 მანქანა. თუმცა მოგვიანებით ცეცხლის ქრობაში დამატებითი ბრიგადები ჩარეთვნენ.
უცნობია რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ გამოძიება დაადგენს.