18 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ჩუღურეთის რაიონს გამგებლის ინფორმაციით ე.წ. მიხაელოვის კლინიკის ყოფილ შენობაში სახურავის 800 კვმ. დამწვარია

წმ. მიქაელის სახელობის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შენობაში გაჩენილი ხანძრის მიზეზებზე ჩუღურეთის რაიონის გამგებელს  საუბარი უჭირს. ზურაბ ჩიკვილაძე აცხადებს, რომ ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.

ჩიკვილაძის თქმით დამწვარია 800-დან 1000 კვადრატულ მეტრამდე  ფართობი სხვენზე. გამგებელის ინფორმაციით საფრთხე მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ შენობებს არ ემუქრება და ცეცხლის გადასვლის საშიშროება არ არსებობს.

რაც შეეხება შენობას, მისი თქმით ნაგებობა სახელმწიფოს საკუთრებაშია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები