გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ანაგრიშების მიხედვით, კომპანია ”RMG Gold"-მა გარემოს 28 მილიონი ლარის ზიანი მიაყენა. თუმცა 2013 წლიდან წარმოდგენილ რამდენიმე ანგარიშში არსად ჩანს, თუ ზიანის რა ნაწილი აანაზღაურა ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ.
”ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ ზიანის საკოპენსაციოდ გადახდილი ჯარიმებს შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს არც სასამართლო და არც თავად ”არ-ემ-ჯი გოლდი”.
ოქროს მომპოვებელი კომპანია კი რეგიონში თავის საქმიანობას აფართოვებს და ახალი საბადოების ათვისებას გეგმავს. ხვალ კომპანია საკუთარ გეგმებს დმანისის მუნიციპალიტეტში საჯარო განხილვაზე წარმოადგენს, რომელსაც ოპოზიციაც დაესწრება. ”არემჯის” საკითხის დაყენებას დღეს ოპოზიცია საპარლამენტო კომიტეტზეც გეგმავს.
,,დღეისთვის არ ვიცით რა ფასში არის შეფასებული დაბინძურება, ვიცით, რომ თანხები არ არის გადახდილი. ამ პირობებში დაუშვებლად მიგვაჩნია, საწარმოს გაფართოების მცდელობა, გარემოს დაცვის კომიტეტზე ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა იყოს მსჯელობა“-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი.