მარტვილის სოფელ ვედიდკარის მოსახლეობა მრავალწლიანი წიწვოვანი ხეების მოჭრას აპროტესტებს. ადგილზე 10-ზე მეტი თითქმის ასწლოვანი ხეა მოჭრილი.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხეებს წლების განმავლობაში ისინი უვლიდნენ და მათი მოჭრის უფლებას არავის მისცემენ.
"GPS"-ის მონაცემებიდან გადავამოწმე , დაზუსტებული იყო, რომ ეს ბადრი ჯელიას საკუთრება იყო აქედან გამომდინარე მოვჭერი. 15 ხე მაქვს შეძენილი ჯერ 10 მოვჭერი და კიდევ ვაპირებ“- ამბობს ინდმეწარმე გოჩა დანელია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მან აღნიშნული ფაქტის შესახებ შეატყობინა შესაბამის უწყებებს და კვლევის შედეგი უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.