18 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
ქვემო და ზემო ალვანის მოსახლეობა თუშეთის გზის მშენებლობის პროექტს აპროტესტებს

ქვემო და ზემო ალვანის მოსახლეობა თუშეთის გზის მშენებლობის პროექტს აპროტესტებს. აქციის მონაწილეების თქმით, პროექტი მათთან შეთანხმების გარეშე შეიქმნა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილებისას უფრო დიდ მანძილის გავლა მოუწევს.

მათივე განცხადებით, ასევე საფრთხე ემუქრება ადგილობრივ ეკო სისტემასაც.

ადგილობრივები ითხოვენ, მათთან შეთანხმების გარეშე არ განხორციელდეს თუშეთში არც ერთი პროექტი - იქნება ეს გზის მშენებლობა თუ ტურიზმის განვითარებისთვის გადადგმული რაიმე ნაბიჯი.

დღის ამბები