დედაქალაქის მერი 56-ე საბავშვო ბაღში ჩუტყვავილას მძიმე ფორმით აღსაზრდელის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
კახა კალაძის განცხადებით, დაავადების გავრცელების გამო აუცილებელია მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებმა ბაღებსა და სკოლებში ჩატარებული აცრების ცნობა წარადგინონ.
,,ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მშობლებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა ბავშვის ჯანმრთელობასთან და აცრებთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნა, ამან გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია მშობლებში, თუმცა ჩვენ მოსვლის პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ზოგადად უსაფრთხოება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მით უმეტეს, როდესაც საუბარია პატარებზე და ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე", - განაცხადა კალაძემ.