ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები უკანონო მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი დღეს სკვერში შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.
მოსახლეობის თქმით, მშენებლობის ნებართვას შარშან გაუვიდა ვადა. მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ნებართვის ვადა არ გააგრძელა, გუშინ მაინც დაიწყო მშენებლობა.
ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლების აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებიც შეუერთდნენ.
ადგილობრივების ბრალდებებს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში უპასუხეს.
სამსახურის უფროსის განმარტებით, კომპანიას ნებართვა არ გაუგრძელდება და ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, სკვერი თავდაპირველ მდგომარეობაში უნდა დაბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შ.პ.ს. „იმერეთი“ დაჯარიმდება.