22 თებერვალს მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი კინოეკრანებზე გამოვა. "დედე" სვანური ბალადაა, რომლის მთავარი გმირი დინა მკაცრი ადათ-წესების წინააღმდეგ იბრძვის. ფილმში ერთადერთი პროფესიონალი მსახიობი თამაშობს. გიორგი ბაბლუანის გარდა, გადასაღებ მოედანზე ყველა პერსონაჟს ადგილობრივი უშგულელები ასახიერებდნენ.
დღეს, ქართულ პრემიერამდე 2 დღით ადრე, ფილმის შემოქმედებითმა გუნდმა პრესკონფერენცია გამართა, მანამდე კი კინო ამირანში მედიის წარმომადგენლებისთვის "დედე"-ს დახურული ჩვენება მოეწყო.
საერთაშორისო ფესტივალებზე არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ფილმის სატელევიზიო პრემიერას "რუსთავი 2"-ი მაყურებელს მალე შესთავაზებს.