18 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
"ამ ქვეყანაში შანტაჟი ისჯება“ - ლევან გოგიჩაიშვილი "იბერიას" შანტაჟში ადანაშაულებს და გაფრთხილებას აძლევს

უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია ებერიაზე საუბრობს და მას შანტაჟში ადანაშაულებს. გოგიჩაიშვილის თქმით, მაუწყებლობა საკუთარ პრობლემებს ხელისუფლებას აბრალებს.

"ეს არასერიოზულია თითქოს ხელისუფლება რაღაცაში ერეოდეს ან რამე ინტერესი გააჩნდეს. განცდა დამრჩა, რომ ამ კომპანიას კონკურენტ კომპანისთან პრობლემები აქვს და ამას აბრალებს სახელმწიფოს. ცოტა შანტაჟის სუნი ასდის და ამ ქვეყანაში შანტაჟი ისჯება“- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

დღის ამბები