”რუსთავი 2”-ის ახალი მეგა-შოუს, ”მხოლოდ ქართულის” შესარჩევი კონკურსის პირველი დღე დაიწყო. ჟიურის წევრები, ამ წუთებში მომავალ კონკურსანტებს გორში, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის შენობაში არჩევენ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყეს, შესარჩევი კონკურსი კი გორში ხვალაც გაგრძელდება.
მარტის ბოლომდე ჟიურის წევრები, საქართველოს ყველა დიდ ქალაქს მოივლიან და ახალი მეგა შოუსთვის ქართული სიმღერების ახალ ვერსიებსა და ახალ ხმებს მოძებნიან.