ტელეკომპანია "იბერიაზე“ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის საკითხზე დღეს უკვე მეორედ, კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილი ისევ შანტაჟზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამას არ შეეგუება.
"საქართველოს სახელმწიფო არ დაუშვებს შანტაჟის ამ ფორმას, რომ თუ ვთქვათ, მე არ მომცემ რაღაც პრივილეგიებს ან რაღაცაში არ დამეხმარები, მერე მე გამოვალ და ამას და ამას ვილაპარაკებ.
ჩვენს კოლეგას ჩვენთან ამ საკითხებზე არ ჰქონია საუბარი, მით უმეტეს ჩვენ ერთი კომიტეტის წევრები ვართ და რაღაც პრობლემა რომ ყოფილიყო მე ვფიქრობ, რომ რაღაცა დოზით ჩვენთან უნდა გაეზიარებინა. ვიღაცას არასწორად აქვს კონტრაქტი გაფორმებული და პირობებია დარღვეული იმ კომპანიასთან და იმ კომპანიამ სასამართლოში უჩივლა და მოუგო-რა შუაშია აქ მედია თავისუფლება ?-ხომ გეუბნებით შანტაჟს სახელმწიფო არ შეეგუება,“-აცხადებს გოგიჩაიშვილი.