18 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
არაეფექტური ბრძოლა ფაროსანას წინააღმდეგ - ოთარ დანელიას კრიტიკა ინფრასტრუქტურის მინისტრს

ოთარ დანელიას ღია შეტევის ადრესატი ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ალავიძე რეგიონების ერთ-ერთი მთავარი პრობლემის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, არაეფექტური ბრძოლის გამო გააკრიტიკა. ოთარ დანელია ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი კომისიის სხდომას დაწყებისთანავე ტოვებს და არ ჩადის რეგიონებში, სადაც ფაროსანამ მოსახლეობა შემოსავლის და საარსებო წყაროს გარეშე დატოვა.

„გასულ წელს, სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას, აჭარას, პრაქტიკულად გადაუარა ფაროსანამ. ძალიან დიდი ზიანი მიაყენა  და განსაკუთრებთ შემაშფოთებელია, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრი არც კი ესწრება ბოლომდე ამ სხდომას, ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ის ერთხელაც არ მინახავს ჩასული რეგიონში. მე მოვუწოდებ პრემიერმინისტრს, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, თუ ის თავად უხელმძღვანელებს ამ კომისიას, ვინაიდან, ამაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს არ არსებობს,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.

დანელიას ბრალდებებს უკვე უპასუხა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოთარ დანელიას განცხადება მისთვის გაუგებარია.

„მობილიზებული ვართ თავიდან ბოლომდე ფაროსანასთან ბრძოლისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით აბსოლუტურად და მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ეს ჭირი დავამარცხოთ, ყოველ შემთხვევაში, წელს დიდი რაოდენობით შევამსუბუქოთ ის დაწოლა, რაც ფაროსანაზე გვაქვს,“ - აღნიშნა დავით ალავიძემ.

 

დღის ამბები