18 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
„მწიფდება პოლიტიკური კრიზისი, რამდენიმე ჩვენი თანაპარტიელი ხელს უწყობს ესკალაციას"-ოთარ დანელია

პოლიტიკური კრიზისი „ქართულ ოცნებაში“ - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოთარ დანელია მარტვილის რაიონში მიმდინარე პროცესებზე ღიად ალაპარაკდა და კრიზისის შექმნაში საკუთარი თანაგუნდელები დაადანაშაულა.

საუბარია მარტვილში „ქართული ოცნების“ შიგნით არსებულ რამდენიმე დაჯგუფებაზე. "კურიერის" ინფორმაციით ერთ-ერთ ჯგუფში არის თავად მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, მეორე ჯგუფში კი არიან მარტვილის მერი და მარტვილის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე. დაპირისპირება რამდენიმე თვეა გრძელდება და ის უკავშირდება ფრაქციის თავმჯდომარის და მის მოადგილეების დანიშვნას. სადაო თემა იყო სწორედ, რომელი დაჯგუფების წევრი უხელმძღვანელებდა ფრაქციას.

ოთარ დანელიამ, ვითარებით დაინტერესებისკენ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ტრიბუნიდან მოუწოდა.

„მწიფდება პოლიტიკური კრიზისი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბატონო ირაკლი, მინდა თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს, რომ ჩაერიოთ ამ სიტუაციის გარკვევაში. ვინაიდან, ფაქტია, რომ არაჯანსაღი სიტუაციაა და მათ შორის მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ჩვენი თანაპარტიელი ასევე ერთგვარად ხელს უწყობს ამ პრობლემების კიდევ უფრო ესკალაციას,“-განაცხადა ოთარ დანელიამ. 

დღის ამბები