„გავერკვევით ამაში“-ასე გამოეხმაურა ზაზა გაბუნია თანაპარტიელის, ოთარ დანელიას განცხადებას, რომელმაც დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან მარტვილში არსებული პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. დანელიამ აღნიშნა, რომ რაიონში მიმდინარე პროცესები სიტუაციის ესკალაციას უწყობს ხელს და ამაში „ქართული ოცნების" წევრები არიან ჩართული.
ზაზა გაბუნიას განცხადებით ის ვითარებაში ჩართვის საჭიროებას ვერ ხედავს.
„რაიმე ან წინაპირობას, ან მიზეზს ასე ვთქვათ ხაზგასმით საუბრის საჭიროებას იმაზე, რომ რაიმე განსაკუთრებულ საკითხთან გვაქვს საქმე, ამას ბუნებრივია ვერ ვიტყვით. ინფორმაცია, რომელიც განცხადების სახით არის დღეს გაცხადებული და გაკეთებული არ იძლევა ჩემი აზრით რაღაც განსაკუთრებული ინტერპრეტაციის საფუძველს და მიზეზს. საჭიროების მიხედვით ადგილზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. იმის მიხედვით რა საჭიროებაც იარსებებს,“-განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.