18 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
"ჩემს ფუნქციას ასე ვხედავ, რომ ასეთ პრობლემებზე გამგეობა გამოვაფხიზლო"- უგულევა ვანის რაიონში გზის გაწმენდით სამუშაოებს მონიტორინგს უწევს

ვანის რაიონში, სოფელ საპრასიის და რომანეთის მოსახლეობა უგზოობის პრობლემას აპროტესტებს. კლდის მასა გარკვეული პერიოდის წინ ჩამოიშალა და სოფლები რაიონულ ცენტრს მოწყვიტა. პრობლემა პარლამენტში ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ გააპროტესტა, რის შემდეგაც ადგილზე გზის სარემონტო სამუშაოები დაიწყება. უგულავას განცხადებით, ის სამუშაოების მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევს.

„რამდენჯერმე გვქონდა ჩვენ მცდელობა, რომ დაჩქარებულიყო ეს იმიტომ , რომ კლასიკურად "ქართული ოცნება" სადაც საჭიროა იქ ფორსმაჟორით არ მუშაობს. დაახლოებით ხუთი დღე დასჭირდება ამ სამუშაოების დასრულებას. ჩემს ფუნქციას, აქ ვანის რაიონში მე ასე ვხედავ, რომ ასეთ პრობლემებზე, რომელზეც ძინავს ხოლმე გამგეობას, სძინავს ხოლმე ცენტრალურ მთავრობას გამოვაფხიზლოთ,“-განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები