18 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
დიდუბეში ხანძარია

ხანძარი დიდუბეში - ცეცხლი ერისთავის ქუჩაზე, ყოფილი კიროვის ქარხანას გაუჩნდა. ამ ეტაპზე უცნობია, ხანძარი რა მასშტაბზეა გავრცელებული. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. 

გავრცელებული ცნობით, ცეცხლი დასაწყობებულ მატრასებს უკიდია.

გარდა ამისა, ყოფილი ქარხნის შენობაში, არაერთი საამქროა, ადგილზეა MDF-ის მასალის საწყობებიც. 

როგორც "რუსთავი2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. 

დღის ამბები