18 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
ხანძარი ერისთავის ქუჩაზე ლოკალიზებულია

ხანძარი ერისთავის ქუჩაზე ლოკალიზებულია. ყოფილი კიროვის ქარხანაში ცეცხლის გაჩენის გამო, არავინ დაშავებულა. ქარხანაში მომუშავე ადამიანების ევაკუაცია დროულად განხორციელდა. ქარხანაში, სხვადასხვა მცირე საამქროში დაახლოებით 100-მდე ადამიანი მუშაობს და მათთვის ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის გამომწვევი მიზეზი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ყოფილი კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე დამწვარია 400 კვ.მ ფართობი. უწყების ცნობით, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

„ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია, იწვოდა სასაწყობე ფართი ფართი, დაახლოებთ 400 კვ.მ-ზე. იყო ღია ცეცხლი, ადგილზე მთლიანობაში მობილიზებული იყო 15 სახანძრო, 2 სამაშველო ჯგუფი. დაახლოებით 70 მეხანძრე მაშველი. როგორც გითხარით, ხანძრის ლოკალიზება მოხდა დროულად და აღარ გავრცელებულა დამატებით ფართობზე,“ - განაცხადა მამუკა ყირიმელმა.

შეგახსენებთ, ხანძარი დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე , ყოფილი კიროვის ქარხანას გაუჩნდა.

 

დღის ამბები