18 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
ხევის, ფშავის და თუშეთის დამაკავშირებელი გზის პროექტის განხილვა დუშეთში ხმაურით მიმდინარეობდა

ხევის, ფშავის და თუშეთის დამაკავშირებელი გზის პროექტის განხილვა დუშეთის მუნიციპალიტეტში ხმაურით მიმდინარეობდა.

საჯარო დისკუსიაში სამოქალაქო სექტორის, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, გიდები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ გზა გაივლის დაცულ ტერიტორიებზე და გაიჩეხება ხეები. საუბარია 6 კილომეტრიან როშკა-ღელის ვაკის მონაკვეთზე. 

პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც, რომელიც გზების დეპარტამენტის 30 შენიშვნას გადაუგზავნის.

„გვეშინია, რომ ასე ნაწილ ნაწილ გააკეთებენ ამ გზებს, ნაწილ ნაწილ მოიპოვებენ უფლებას და მერე იტყვიან , რომ ბარემ მოდი მივუერთოთ ერთმანეთს რა. რაც მგონია რომ დანაშაული იქნება და დაღუპვა იქნება აღმოსავლეთ კავკასიონის,“-განაცხადა მწერალმა არჩილ ქიქოძემ.

იურისტები პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა აბუთიძე იმ კომპანიის მენეჯერი იყო, რომელის აღნიშნულ პროექტს განახორციელებს.

გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ უწყებას ერთ წლიანი ვადა აქვს და ამ ხნის განმავლობაში გათვალისწინებული იქნება შენიშვნები , რომელიც შეხვედრაზე გამოითქვა.

დღის ამბები