18 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება - 500 სტუდენტი სასწავლებლის გარეშეა დარჩენილი

აკრედიტაციის საბჭომ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლის საბაკალავრო პროგრამას, 1 წლიანი პირობითი აკრედიტაცია მიანიჭა. თუმცა სამართლის საბაკალავრო პროგრამამ ერთი წლის მანძილზე 7 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

სამართლის პროგრამის დეკანი ამბობს, რომ გადაწყვეტილებაზე გავლენა საზოგადოებრივი აზრის ზეწოლამ მოახდინა.

ავტორიზაცია უკვე ჩამოერთვა ორ კერძო უმაღლეს სასწავლებელს. “ჰიპოკრატეს” უნივერსიტეტსა და თბილისის საერთაშორისო აკადემიას. სასწავლებლის გარეშე, 500 სტუდენტამდე დარჩა.

უმაღლესი სასწავლებლებში მიმდინარე პროცესებს დღეს განათლების მინისტრი მთავრობის სხდომის შემდეგ გამოეხმაურა. მიხეილ ჩხენკელის ადასტურებს, რომ უნივერსიტეტების რაოდენობის შემცირება იგეგმება, თუმცა, მისი თქმით, სახელმწიფო და კერძო უმაღლესების მიმართ ერთი და იგივე მოთხოვნებია. 

რამდენი უმაღლესი სასწავლებელი დარჩება ახალი სასწავლო წლისთვის ეს აგვიტოს თვეში გახდება ცნობილი. 2018 წელს აკრედიტაცია სულ 350-მა პროგრამამ, ავტორიზაცია კი 29 უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა გაიაროს.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები