”რუსთავი 2”-ის ახალი მეგა შოუს ”მხოლოდ ქართულის” კასტინგის პირველი დღე. ჟიურის წევრები, მომავალ კონკურსანტებს გორში, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის შენობაში არჩევენ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყეს, ქასთინგი კი გორში ხვალაც გაგრძელდება. მარტის ბოლომდე ჟიურის წევრები, საქართველოს ყველა დიდ ქალაქს მოივლიან და ახალი მეგა შოუსთვის ქართული სიმღერების ახალ ვერსიებს და ახალ ხმებს მოძებნიან.