18 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
"რატომ ვხარჯავთ დროს ჯერ გაფუჭებაში და შემდეგ გაფუჭებულის გაკეთებაში ჩემთვის ამოუცნობია"-ანა ნაცვლიშვილი ვეტოს დაძლევას ეხმაურება

საზოგადოებრივ მაუწყებელს 52 მილიონის გარდა სარეკლამო შემოსავლებიც ექნება. „ქართულ ოცნებამ“ პრეზიდენტის ვეტო შიდა დაპირისპირების და წინააღმდეგობის მიუხედავად დაძლია.

დარბაზში მსხდომი საპარლამენტო უმრავლესობიდან სამმა დეპუტატმა ვეტოს დაძლევაზე უარი თქვა. კიდევ რამდენიმემ, ვისაც პარტიული დისციპლინის წინააღმდეგ წასვლა არ უნდოდა, კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო.

მთელი დღის განმავლობაში ამ საკითხზე მიმდინარე მწვავე კამათს დარბაზში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

„დღესვე აღიარეს მათ, რომ ის ნაწილი, რაც ეხებოდა შესყიდვებს არასწორია და რაც წერია ვეტოში ეს არის სწორი. ცოტა ხანში ვნახავთ იმ აღიარებასაც, რომ დიახ, მედია გარემოზე ამ ყველაფერმა ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა და რატომ  ვხარჯავთ დროს და ენერგიას ჯერ გაფუჭებაში და შემდეგ გაფუჭებულის გაკეთებაში ეს ამოუცნობლად რჩება ჩემთვის,“-განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების და სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს. 

დღის ამბები