სამშენებლო კომპანიები გამწვანების გეგმის გარეშე მშენებლობის ნებართვას ვეღარ მიიღებენ. დიდ ფართობზე მშენებლობისთვის კი დეველოპერები ვალდებულები იქნებიან სატრანსპორტო კვლევაც მოამზადონ.
ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დადგენილებაში უკვე შევიდა. მერიაში ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება მშენებლობების პროცესს მოაწესრიგებს. ოპოზიციისთვის კი მთავარ პრობლემად ვალდებულებების შეუსრულებლობა რჩება.
"ეს განისაზღვრება როგორც ერთ-ერთი სანებართვო პირობა. შენობა-ნაგებობა არ მიიღება ექსპლუატაციაში ტუ არ მოხდება ამ სანებართვო პირობის რეალურად დადასტურება,“- აცხადებს არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მშენებლობის დაწყების მსურველ ყველა კომპანიას გამწვანების მოთხოვნა წარდგენილი აქვს, თუმცა მისი რეალიზება არ ხდება.