ქუთაისის კინოთეატრში გაიმართა მხატვრული ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება.
სპეციალურად ამ დღისთვის გერმანიიდან ექვთიმე თაყაიშვილის როლის შემსრულებელი მსახიობი რევაზ ჩხიკვიშვილი ჩამოვიდა.
კინოთეატრის ფოიეში მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ქუთაისის ისტორიის ამსახველი ექსპონანტებისა და ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ფოტოები გამოიფინა.