18 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
"საუბარია ძალიან მკაცრად "რუსთავი 2"-ის საქმეზე - ოპოზიცია „ემნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშს ეხმაურება

საერთაშორისო ორგანიზაცია „ემნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშს ოპოზიციის გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დოკუმენტი არის საკმაოდ კრიტიკული, თუმცა ის რეალურად ასახავს იმ ვითარებას, რაც ხდება საქართველოში მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მომავალ წლის ანგარიშში "რუსთავი 2"-ის საქმეს სხვა მედია საშუალებების საქმეებიც დაემატება.

„საუბარია  ძალიან  მკაცრად "რუსთავი 2" -ის საქმეზე. იმიტომ  რომ ეს იყო ძალიან ნათელი  თავდასხმა დამოუკიდებელ მედიაზე, რომელიც გრძელდება და მე დარწმუნებული ვარ რომ მომავალ ანგარიშებში ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო მწვავე შეფასებებს მედია გარემოსთან დაკავშირებით რადგან როგორც უკვე ვხედავთ "რუსთავი 2" აღარ არის ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც თავს ესხმის ივანიშვილის ხელისუფლება. ასევე საუბარია აფგან მუხთარლის საქმეზე, რომლებმაც სერიოზულად შეულახა საქართველოს რეპუტაცია. იმიტომ რომ ეს არის საქმე სადაც დიდი ალბათობით საქართველოს სპეცსამსახურები პირდაპირ იყვნენ იმისთვის, რომ გაეტაცებინათ ჟურნალისტი,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.

„ევროპულ საქართველოში“ კი ემნესთი ინტერნეიშენალის ანგარიშში აფგან მუხთარლის საქმის მოხვედრა არ გაკვირვებიათ. გიორგი ტუღუში ამბობს, რომ  ეს საქმე მიჩნეულია როგორც უფლებების ერთ-ერთი მძიმე დარღვევის ფაქტი. გიორგი ტუღუშის თქმით დოკუმენტში ასევე საუბარია სამართალდამცველების მხრიდან კანონდარღვევებზე.

„ასევე ძალიან დიდი ადგილი ეთმობა პოლიციის საქმიანობას, მათ შორის არის ე.წ. ჩადების ფაქტები. საუბარია "რუსთავი 2"-ის საქმეზე და სწორედ სასამართლო დამოუკიდებლობის კუთხით, სადაც "რუსთავი 2"-ის საქმე მოყვანილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოში მიღწეული არ არის,“-განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

ანგარიშს ეხმაურება "კონსტიტუციის 42 მუხლიც, " რომელიც ამბობს, რომ კითხვები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ასახულია დოკუმემტში.  

დღის ამბები