18 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
"ქვეყანაში არის არაფორმალური გავლენები, საუბარია ივანიშვილზე..."ეკა გიგაური კორუფციის ინდექსის გაუარესების მიზეზებზე საუბრობს

საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის გლობალურ ინდექსში გაუარესდა. კერძოდ, თუკი გასულ წელს საქართველო მსოფლიოში 44-ე იყო, წელს ის 46-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა 2 ქულით. 56-მდე შემცირდა საქართველოსთვის მინიჭებული შეფასებაც.

აღნიშნულ კვლევას ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ატარებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში არის ელიტური კორუფციის ნიშნები და ასევე სასამართლო სისტემას აქვს სერიოზული პრობლემები. ამასთან, ორგანიზაციის მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა არაფორმალური მმართველობის პრობლემა.

„როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტული ინსტიტუტების როლზე, ცხადია ეს შეუძლებელი იქნება თუ კი ქვეყანაში არის არაფორმალური გავლენები, აქ საუბარი არის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბატონ ივანიშვილზე და საუბარი არის ასევე სხვა ყოფილ  თანამდებობის პირებზე. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე ალბათ არის ყოფილი აუდიტორი ს ცემის ფაქტი როდესაც ყოფილმა პროკურორმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას და ესეც იყო დაკავშირებული სავარაუდო კორუფციასთან მერიაში. როდესაც ასეთი რამე ხდება და გამოძიება არ ტარდება კონკრეტული მიმართულებით ჩანს რომ სახეზე არის არაფორმალური გავლენები. სასამართლო სისტემაში ჩვენ ვხედავთ, რომ არის კლანური მმართველობა,“-განაცხადა ეკა გიგაურმა. 

დღის ამბები