18 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში პოეტი ზვიად რატიანი თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

პოეტი ზვიად რატიანი "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილებას, სააპელაციო წესით ასაჩივრებს. პოეტის ინტერესებს სხდომაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები დაიცავენ. საქმე ეხება, ნასვამი ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეომასალის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე განთავსებას.

თვითრეგულირების საბჭომ რატიანის საჩივარი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სადავო ვიდეო ვებ-გვერდიდან წაშალა, თუმცა დარღვევას მენეჯმენტი დღემდე არ აღიარებს.

"რაც გავასაჩივრეთ ეს არის, რომ იყოს აღიარებული ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა, ეს შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას, ეს არის სიძულვილის გაღვივება...“-აცხადებს საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი" მარიამ გოგისაშვილი.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ქეთევან მსხილაძის განცხადებით, ის არ ეთანხმება პირველ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, პოეტ ზვიად რატიანის მიმართ დარღვეული იყო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და იყო ძალადობისკენ წაქეზება. მსხილაძე ამბობს, რომ სხდომაზე ამ პოზიციას დააფიქსირებს.

დღევანდელ სხდომას თავად ზვიად რატიანი არ დაესწრება.

დღის ამბები