18 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
სოფო ხუნწარიას ინფორმაციით ბიბლიოთეკების რეორგანიზაცია თანამშრომლების შემცირებას არ გამოიწვევს

თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია ბიბლიოთეკარებს შეხვდა. საუბრის მთავრი თემა რეორგანიზაცია და მოსალოდნელი ტესტირება იყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსამზადებელი პერიოდი არა ერთი თვე, არამედ დაახლოებით ორი თვე იქნება. სოფო ხუნწარიას განცხადებით ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი რამდენი ბიბლიოთეკა დაიხურება.

„თვენახევრის განმავლობაში ისინი გაივლიან გადამზადებას კიდევ ერთხელ ამ საკითხებში თუმცა მე დარწმუნებული ვარ რომ ალბათ უმრავლესობას ეს არ უნდა დასჭირდეს იმიტომ რომ მათ ისედაც უნდა იცოდნენ ეს ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ გავლენ ისინი ტესტირებაზე. რამდენიმე ბიბლიოთეკა არის  ისეთ სავალალო მდგომარეობაში რომ შესაძლოა კვლევის და ექსპერტიზის საფუძველზე ეს ბიბლიოთეკები აღარ იყოს თუმცა ეს არ ეხებათ თანამშრომლებს, რომლებიც იქ მუშაობენ,“-განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიბლიოთეკარებმა აღნიშნეს, რომ მათი თხოვნა მიეცათ მეტი დრო მოსამზადებლად, მერიამ დააკმაყოფილა.

თბილისში მოქმედი ბიბლიოთეკების უმრავლესობა შესაძლოა დაიხუროს. ბიბლიოთეკარები შიშობენ, რომ რეორგანიზაციის რეალური მიზანი ბიბლიოთეკების რაოდენობის განახევრებაა, რასაც სავარაუდოდ შემცირებებიც მოჰყვება. ცვლილებების მიხედვით, უქმდება თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანება. მის ნაცვლად კი ახალი აიპი იქმნება.  რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილია თავად ბიბლიოთეკარების ტესტირებაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები