18 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
თბილისის პროკურორი გათავისუფლებულია - საკადრო ცვლილებები მთავარ პროკურატურაში

საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა - "კურიერის" ინფორმაციით თანამდებობიდან გაათავისუფლეს თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით საკადრო ცვლილებები ნამდვილად განხორციელდა, თუმცა გათავისუფლებული მაღალჩინოსნების გვარებს ამ ეტაპზე არ ახმაურებენ.

"კურიერს" ინფორმირებული წყარო პროკურატურიდან კი უყვება, რომ თბილისის პროკურორის პოსტს ახალციხის საოლქო პროკურორი მალხაზ კაპანაძე დაიკავებს. ერთ-ერთი ვერსიით საკადრო ცვლილებები გახმაურებულ და გაუხსნელ საქმეებს უკავშირდება.

დღის ამბები