51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ მოწმის სტატუსით ზვიად კუპრავა დაკითხა. უფლებადამცველმა საგამოძიებო ორგანოს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ მის ხელთ არსებული მასალების შესახებ უამბო, რის გამოც პროკურატურამ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო.
„როგორც ჩანს ადრეც მსგავს შემთხვევებთან ჰქონდა გამოძიებას საქმე და სწორედ ამიტომ უკვე დაწყებული იყო ეს გამოძიება. თუმცა ჩვენ ორგანიზაციის საფუძველზე ეს ახალი გამოძიებაა, რომელიც ეხება უშუალოდ მოწმეების მოსყიდვის ფაქტს. გარდა ამისა ძალიან დიდი ყურადღება დაუთმეს და დიდი დრო დაუთმეს გამომძიებლებმა იმას თუ როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერი „რუსთავი 2“-ის ეთერში. თუ საიდან მოხვდა ეს საჯარო სივრცეში,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ.