30 სექტემბერი 2024,   05:30
ვრცლად
აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდისთვის რჩევებს სპეციალისტებისგან ონლაინ რეჟიმში მიიღებენ

აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდისათვის რჩევებს ონლაინ რეჟიმში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტებისგან მიიღებენ. "ილიაუნისა“ და რესურსცენტრის პროექტი ყველა აბიტურიერტისთვისაა განკუთვნილი. პროექტი მარტიდან დაიწყება და  სპეციალური კურსი ყოველ ხუთშაბათს განახლდება.

"უნარების სწავლა შეუძლებელია. სამწუხაროდ, ტენდენციაა, რომ მშობლები ზოგად უნარებში აბიტურიენტებს რეპეტიტორებთან ამზადებენ ზოგად უნარებში და შედეგებიც სავალალოა  იმიტომ, რომ არასწორად ემზადებიან ამ გამოცდისთვის,“-აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.

დღის ამბები