18 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიაზე ლევან დავითაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა

აშშ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას და მთავრობის ინიციატივების განხორციელებაში დახმარებას, მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ გააკეთა.

ლევან დავითაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის საგარეო დახმარებათა კოორდინატორის, ჯენინ ვეინსისთან შეხვედაზე ყურადღება გამახვილდა ამერიკის მთავრობის მიერ დაგეგმილ ახალი პროგრამის განხორციელებაზე, რომელიც მიზნად ისახავს საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

საუბრები შეეხო საქართველოში ბოლო დროს გავრცელებული მავნებლის, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის დაგეგმილ სახელმწიფოს სტრატეგიის თანმიმდევრულ განხორციელების მნიშვნელობას.

ასევე ყურადღება გაამახვილა იმ მხარდაჭერაზე, რაც დაცული ტერიტორების სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამასა და ხანძარსაწინააღმდეგო მმართველობის სისტემის დანერგვის განხორციელებაში გამოიხატება.

მინისტრმა ამერიკაში ვიზიტის დროს ორი სამინისტროს გაერთიანების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ცვლილებით რესურსების ეფექტიანი გადანაწილება მოხდა, რაც ხელს შეუწყობს დარგების მდგრად განვითარებას და გაზრდის სექტორში დახარჯული სახსრების უფრო მეტად ეფექტიან მართვას.

დღის ამბები