18 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
,,ეს არის მარქსისტული მართვა’’- სოფელ ტვიშში მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს

ხმაური იყო ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში. ადგილობრივი მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. მათ დღეს კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ და პროექტი გააცნეს.

მოსახლეობა ტვიშიჰესისა და ნამოხვანჰესის მშენებლობით უკმაყოფილოა, რის გამოც შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მათი თქმით, სოფლები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებიან. ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, სამ სოფელს დაცლა ემუქრება, 11 სოფელი კი საცხოვრებლად უვარგისი გახდება.

,,მარქსს აქვს ნათქვამი და ენგელსს, რომ ჩვენ ბუნებას დავიმორჩილებთ და გამოვიყენებთ. მიჩურინს აქვს ნათქვამი, ჩვენ ვერ დაველოდებით ბუნების წყალობას ჩვენ მას გამოვტაცებთ ჩვენი ხელისუფლება ზუსტად მარქსი, ენგელსის და ლენინის გზას ადგას, როდესაც ამას აკეთებს იგნორირებულია ადამიანს უფლებები, სიცოცხლის გარემო ფეხებზე კიდიათ. ეს არის მარქსისტული მართვა, მიდგომა და ამას აკეთებენ ერთი რამის გამო, რომ რამდენიმე ჩინოვნიკმა მილიონები იშოვოს“- ამბობს პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია.

​სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეღვინეობის მიმართულების ხელმძღვანელი დავით ჩიჩუა აცხადებს, რომ კომპანიას ჰყავს დაქირავებული ექსპერტები და ჩატარებული კვლევების მიხედვით, ისინი გარანტიას იძლევიან, რომ კლიმატის ცვლილება უაყოფითად არ აისახება  მოსავალის მიღებაზე.

დღის ამბები