ხაშურელი ბავშვი, რომელიც სახლიდან გამოიპარა და თბილისში ზოოპარკის სანახავად მატარებლით ჩამოვიდა, დღეს ზოოპარკს სტუმრობდა.
ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ, თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვეს. ბავშვმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ დედაქალაქში ხაშურიდან მშობლების დაუკითხავად ჩამოვიდა და მას ზოოპარკის ნახვა სურდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბავშვის მშობლებს დაუკავშირდნენ და 10 წლის ბიჭი ხაშურში დააბრუნეს.
დღეს კი ბავშვი თბილისში მამასთან ერთად, საპატრულო პოლიციის იმ ეკიპაჟმა ჩამოიყვან , რომელმაც ის თბილისში გუშინ იპოვა.