ლეჩხუმში ორი ახალი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხილვას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სოფელ ტვიშის მოსახლეობა ტერიტორიების დატბორვას და ახალი სადგურების მშენებლობას აპროტესტებს. "ტვიში ჰესისა" და ნამოხვანჰესის პროექტების განხორციელების შემთხვევაში, სამი სოფლის მოსახლეობა მთლიანად უნდა გადაასახლონ, დანარჩენ 11 სოფელში კი კლიმატი შეიცვლება. პროექტის განხილვაზე ხალხთან დღეს არ ჩასულა ენერგეტიკის სამინსიტროს წარმომადგენელი, რამაც მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია.
შეხვერა ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს და აქცია გამართეს. ლეჩხუმელები ამბობენ, რომ ჰესების მშენებლობა მათ საფრთხეს შეუქმნის. მთელს რაიონის ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს. ორი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ, რეგიონში კლიმატი შეიცვლება და ყურძნის უნიკალურ ჯიშს ლეჩხუმური ცოლიკაურს განადგურება ემუქრება. დაიტბორება ხვამლის მთის მიმდებარე ტერიტორია.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანსა და ტვიშის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობის სამზადისი უკვე დაწყებულია. ძირითად სამუშაოებს კომპანია "ქლინ ენერგო გრუფ ჯორჯია ” 2019 წლიდან დაიწყებს.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი