18 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
იძულებითი ნარკოტესტი - „თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები რეპრესიებზე საუბრობენ 

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული რეპრესიები საქართველოში ამ დრომდე გრძელდება - ამ განცხადებას, „თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები აკეთებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციაში კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ. მათი თქმით, წარსულში ნასამართლები ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ვინაობაც  მიზანმიმართულად არ სახელდება, პოლიციის განყოფილებაში სულ სხვა მიზეზით მიიყვანეს, მაშინვე ხელბორკილები დაადეს და იძულებით ნარკოტესტირება ჩაუტარეს.

ბექა წიქარიშვილის მტკიცებით, დაკავებულის გათავისუფლება მოგვიანებით საქმეში მათი ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

„მთელი სისასტიკე სახელმწიფოსი და ამ სისტემის არის ის, რომ ნაცვლად იმისა, რომ ციხიდან გამოსულ ადამიანებს რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმაროს, პირიქით ორიენტირებულია იმაზე, რომ უკან შეაბრუნოს,“-განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და აცხადებენ, რომ არც დაკავება და არც ტესტის იძულებით ჩატარება არ მომხდარა.

დღის ამბები