18 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
"ქართული მარშის“ აქცია ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოს“ ოფისთან - აქციის მონაწილეებმა ჯორჯ სოროსის ფიტული დაწვეს

"ქართული მარშის“ წევრების საპროტესტო აქცია ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისთან.

შეკრებილებმა ჯორჯ სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვა მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად სოროსის ფიტული დაწვეს.

„ქართული მარშის“ ლიდერები ფონდის საქმიანობას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებდნენ.

„უნდა აიკრძალოს საქართველოში სოროსის ფონდის საქმიანობა და საერთოდ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც უხეშად ერევიან ქართულ პოლიტიკურ რეალობაში,“-განაცხადა ”ქართული მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ.

დღის ამბები