18 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
პატრიარქს სახის ნერვის ანთება დაუდგინდა - მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს შეუძლოდ გრძნობს. მისი ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქს სახის სამწვერა ნერვის ანთება აქვს.

მკურნალობა სახლში სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. პატრიარქის ექიმის ინფორმაციით, ილია მეორეს ნერვის ანთება გასულ კვირას გამოუვლინდა. მისივე თქმით, მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა შეინიშნება და ანალიზების შედეგებიც კარგია.

,,გაციების ეპიზოდები ჰქონდა. ხშირი ბრონქიტი. ამ ფონზე განვითარდა სახის ნერვის ანთება. ახლა მდგომარეობა უკეთესდება და ველოდებით. შესაძლოა, გაგრძელდეს ამ პროცესის ალაგება, მაგრამ მდგომარეობა კარგია, დამაკმაყოფილებელია. ვცდილობთ, რომ იყოს სახლის პირობებში,"-განაცხადა შარტავამ.

დღის ამბები