18 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
აქცია სოფელ რიყეში - მოსახლეობა საძოვრებისა და სასაფლაოზე მისასვლელი გზის გარეშე რჩება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი რიყის მოსახლეობა, სოფლის საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს. 

ადგილობრივების განცხადებით, სოფლის საძოვრები 50 წლიანი იჯარით რუსეთის მოქალაქე მანანა პოტიონკინაზე გაიცა.

მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოფელს საძოვარი საერთოდ არ დარჩა, ასევე იჯარით გაცემული მიწის ნაწილში მოექცა სოფლის სტადიონი და  სასაფლაომდე მისასვლელი გზა.

სოფელ რიყის მოსახლეობა ამბობს, რომ ნაკვეთზე 3000-ზე  მეტი წიწვოვანი ხე მოჭრეს. მათივე თქმით, ამ ეტაპზე 50 ჰექტარი მიწაა გაცემული იჯარით, თუმცა პოტიონკინა კიდევ 200 ჰექტრის მიღებასაც აპირებს.

მოსახლეობა ფიქრობს, რომ პოტიონკინას ხელისუფლების გარკვეულ რგოლში ჰყავს მფარველები, რომელთა ინტერესში შედის სოფელ რიყის საძოვრების მითვისება.

დღის ამბები