ერაყსა და სირიაში დამარცხების შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა“ საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება დაიწყეს - ამის შესახებ წერს „The Washington Post", რომელმაც ორი გავლენიანი ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, საქართველოში ISIS-ის 50 მებრძოლი დაბრუნდა.
"სოუფანის ცენტრმა" და "გლობალური სტრატეგიის ქსელმა" 5 ათას 600 მებრძოლის მარშრუტი და მათი დანიშნულების ადგილებიც დაადგინა.
კვლევის თანახმად, დაბრუნებული მებრძოლები პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, მაგრამ ხდებიან შთაგონების წყარო რადიკალიზმისკენ მიდრეკილი ახალგაზრდებისთვის.